Belive

ტიმო ვერნერი იჯარით ტოტენჰემში ითამაშებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლაიპციგის თავდამსხმელი ტიმო ვერნერი სეზონის დარჩენილ ნაწილს ტოტენჰემში გაატარებს, გამოსყიდვის უფლებით 15-დან 20 მილიონამდე.

talkSPORT-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი ვერნერის სრულ ხელფასს დაფარავს და სამედიცინო შემოწმება შესაძლოა კვირას ჩატარდეს. ვერნერის ტრანსფერით მანჩესტერ იუნაიტედი იყო დაინტერესებული, თუმცა ტოტენჰემი ბაზარზე ძალიან სწრაფად გამოჩნდა და როგორც ჩანს ხარისხიანადაც. ჯეიმს მედისონს ხანგრძლივი ტრავმა აქვს, ჰონგ-მინ სონი კი აზიის თასზე მიემგზავრება, ამიტომ ლონდონურ კლუბს თავდასხმელის დამატების საჭიროება დაუდგა.

ლაიპციგის ხელმძღვანელმა დაადასტურა, რომ ვერნერი კლუბს ამ თვეში დატოვებს.

ვერნერს იჯარით წასვლა სურს და წარმატებებს ვუსურვებთ, მას უნდა, რომ ევრო 2024-მდე ფორმაში ჩადგეს და მეტი სათამაშო დრო ჰქონდეს, ეს მისი გადაწყვეტილებაა - განაცხადა ლაიპციგის მენეჯერმა, მარკო როუზმა

ვერნერს ლონდონული კლუბის შემადგენლობაში აქამდეც უთამაშია, ის "ჩელსის" ღირსებას 2020-2022 წლებში იცავდა, სადაც 56 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები