Belive

ტიჯანი რეინდერსი მანჩესტერ სიტიში ილქაი გიუნდოგანის შემცვლელად განიხილება

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის ემზადება, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომლითაც მანჩესტერული გუნდი ინტერესდება "მილანის" ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტიჯანი რეინდერსია, ინფორმაციას Sky Sports აქვეყნებს. წყაროს ცნობით, გუნდს განახლება სჭირდება 26 წლის ფეხბურთელი კი ილქაი გიუნდოგანის იდეალურ შემცვლელად ითვლება.

"მილანი" ნიდერლანდელ ფეხბურთელს 65 მილიონ ევროდ აფასებს და "სიტი" ამ თანხის გადასახდელად მზადაა. რეინდერსის გარდა მანჩესტერული გუნდი "ლევერკუზენის" ფეხბურთელით, ფლორიან ვირცის შეძენითაც არის დაინტერესებული, რომელიც კევინ დე ბრუინეს შემცვლელად განიხილება.

შეგახსენებთ, რომ ტიჯანი რეინდერსი მილანურ კლუბში 2023 წელს გადავიდა, სულ ყველა ტურნირის ეგიდით 96 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 18 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, მის ანგარიშზე 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები