Belive

ტიერი ანრიმ ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ 2022 წლის ოქროს ბურთის მოგების ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა.
"ოქროს ბურთის მოგების ყველაზე დიდი შანსი სადიო მანესა და კარიმ ბენზემას აქვთ. ჩემპიონთა ლიგის ფინალი მას კიდევ უფრო დიდს გახდის. საერთო ჯამში, მე მაინც მგონია, რომ ბენზემა უფრო წინ არის, მაგრამ თუ მანე "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, სადიოს მხარეს ძლიერი არგუმენტი გაჩნდება. მანეს გამარჯვება შესანიშნავი იქნებოდა აფრიკისთვის, მაგრამ მე მაინც ბენზემას ვირჩევ," - ამბობს ანრი.
შეგახსენებთ, რომ სეზონის მთავარი მატჩი 28 მაისს გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ლივერპული" და "რეალი" ითამაშებენ.  

სხვა სტატიები