Belive

ტიერი ანრი: "ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მბაპე გაიბრწყინებს"

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

2026 წლის მუნდიალის შესახებ, ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა - ტიერი ანრიმ ისაუბრა და საფრანგეთის ნაკრების შანსები შეაფასა.

ტიტიმ ასევე აღნიშნა, რომ მისი აზრით მსოფლიო ჩემპიონატზე კილიან მბაპე გაიბრწყინეს, რითაც საფრანგეთს მსოფლიო ჩემპიონობის შანსი გაცილების გაეზრდება.

"მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება - ჩემი პროგნოზი სხვანაირი ვერ იქნება, მე მწამს რომ საფრანგეთის ნაკრებს საკმაოდ კარგი შანსი აქვს იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდეს.

დიდი იმედი მაქვს, რომ მბაპე საფრანგეთის ნაკრებში 100%-ით ჯანმრთელი და რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო კონდიციის მქონე იქნება - მას ძალიან უყვარს მუნდიალზე თამაში და ერთხელ მოიგო, მეორედ კი საოცარი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაატარა, სადაც ფინალში ჰეთ-თრიქიც შეაგდო.

ვფიქრობ, რომ „მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ კილიანის უნდა იყოს. ღრმად მწამს, რომ თუ 10-იანი გაიბრწყინებს, „მამლებს“ კარგი შანსი ექნებათ.

უკვე მაისის თვეა, ფეხბურთელებმა უნდა იზრუნონ საკუთარ კონდიციებზე." - ტიერი ანრი

მბაპეს უკვე 2 მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები - 2018 წლის და 2022 წლის მუნდიალებზე. 2018 წელს მან მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებთანე ერთად 18 წლის ასაკში მოიგო, სადაც 4 გოლის გატანა შეძლო, 2022 წლის მუნდიალზე კი 8 გოლი გაიტანა.

კილიანს მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უკვე 12 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის საუკეთესო საუკეთესო ბომბარდირს - მიროსლავ კლოზეს მხოლოდ 4 გოლით ჩამორჩება.

2026 მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს აიღებს სტარტს და 19 ივლისს დასრულდება.

სხვა სტატიები