Belive

ტიერი ანრი: "ეს არ არის გამართლება, ეს მადრიდის რეალია, საუკეთესო გუნდი დედამიწაზე"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო მიმომხილველმა - ტიერი ანრიმ, მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" მატჩი შეაფასა.

"ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა აღნიშნა, რომ დღევანდელ ფეხბურთში "სამეფო კლუბის" პერიოდი დგას და ისინი მსოფლიოს საუკეთესოები არიან.

"ბევრი საუბრობს, რომ მადრიდის რეალს ძალიან უმართლებს, თუმცა გადახედეთ ბოლო წლების მატჩებს. მერამდენე თამაშია ვეღარც კი ვითვლი, როდესაც რეალი აგებს და ბოლო წუთებში თამაშებს იგებენ.

არა მეგობრებო, ეს არ არის გამართლება, ეს მადრიდის რეალია, დღევანდელ ფეხბურთში მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. ახლა მათი პერიოდია და ამ ყველაფერს იდეალურად ასრულებენ..." - ტიერი ანრი

შეგახსენებთ, რომ ტიერი ანრი ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელია, რომელიც სხვადასხვა წლებში "მონაკოს", "იუვენტუსის", "არსენალის", "ბარსელონასა" და "ნიუ იორკ რედ ბულსის" ღირსებას იცავდა.

მას ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 123 მატჩში 51 გატანილი გოლი აქვს.

სხვა სტატიები