Belive

ტიერი ანრი: "დე ბრუინე ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია, ვისი თამაშიც მინახავს"

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეგენდარულმა ფრანგმა თავდამსხმელმა, ტიერი ანრიმ უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელშიც მადრიდის "რეალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" ფრედ (1:1) ითამაშეს, ინგლისური კლუბის ერთ-ერთი ლიდერის, კევინ დე ბრუინეს შესახებ ისაუბრა. ლონდონის "არსენალის", "ბარსელონასა" და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ თქვა, რომ ბელგიელი ყველაზე ინტელიგენტი ფეხბურთელია, ვინც ოდესმე უნახავს.

"კევინ დე ბრუინე - ის ყველაზე ინტელიგენტი ფეხბურთელია, ვინც ოდესმე მინახავს. ზოგჯერ ეს შეიძლება გუნდისთვის პრობლემა იყოს, რადგან თქვენ არ ხართ მის დონეზე, მაგრამ ის ყველაზე ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში", - თქვა ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა.

ტიერი ანრისა და კევინ დე ბრუინეს თანამშრომლობა ბელგიის ნაკრებში მოუწიათ, როცა ფრანგი რობერტო მარტინესის ასისტენტად მუშაობდა.​

“მანჩესტერ სიტისა” და მადრიდის “რეალის” საპასუხო მატჩი 17 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები