Belive

ტიბო კურტუა: "რთული საღიარებელია, მაგრამ ცუდად ვითამაშეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, "პარი სენ-ჟერმენმა" მადრიდის "რეალი" საშინაო კედლებში - 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ, "სამეფო კლუბის" მეკარემ, ტიბო კურტუამ კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ საკმარისად კარგად დავიწყეთ, მაგრამ, შესაძლოა, ბურთზე საკმარისი კონტროლის დაწესება ვერ მოვახერხეთ. მშვიდად არ ვიყავით და ამის გამო ვიტანჯებოდით, საკმარისად კარგად ვერ ვთამაშობდით. სულელური ბურთი დავკარგეთ და მან ორი მეტოქის გარემოცვიდან თავის დაღწევა და ჩემთვის გოლის გატანა მოახერხა. ასეთ თამაშებში მეკარეებს ყოველთვის ბევრი საქმე აქვს. მე ბევრს ვსწავლობდი ლიონელ მესის პენალტებს. წარმატების მისაღწევად ცოტა იღბალიც საჭიროა რთული საღიარებელია, მაგრამ კარგად ვერ ვითამაშეთ. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება და იმედია, გულშემატკივრების გვერდით დგომით, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - თქვა ბელგიელმა მეკრემ.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე კილიან მბაპემ, ნეიმარის პასის შემდეგ, ეფექტური გარღვევის შედეგად გაიტანა.  

სხვა სტატიები