Belive

ტიბო კურტუა: "იამალი დიდებული ფეხბურთელია და იგი დიდ ეპოქას შექმნის"

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის 33 წლის მეკარემ - ტიბო კურტუამ, ლამინე იამალის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 18 წლის ბარსელონას სუპერვარსკვლავი უდიდეს ეპოქას დატოვებს ფეხბურთის ისტორიაში.

„ჩემთვის, ლამინე იამალი შესანიშნავი ფეხბურთელია და ის იქნება მოთამაშე, რომელიც ბარსელონასა და საფეხბურთო ისტორიაში უდიდეს ეპოქას შექმნის. ბოლოს, მან კლასიკოს წინ გარკვეული ხრიკებითა და ფორმებთ ისაუბრა, ცოტათი დაძაბა სიტუაცია და ცხადია, პრესა მასზე ატყდა, არადა ეს ჩვეულებრივი რამ არის მაშინ, როდესაც პრინციპულ მეტოქეს ხვდები.

როდესაც დიდი ზეწოლისა და ადრენალინის ქვეშ ხარ, ხანდახან ისეთ რაღაცეებს ​​ამბობ, რასაც მოგვიანებით ნანობ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ კლასიკო ასეთია, სწორედ იმიტომ ისაუბრა მან ჩვენზე ასე ხისტად.

ზოგჯერ ასეთი ატმოსფერო და კომენტარები გვჭირდება იმისათვის, რომ გავბრაზდეთ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც გასულ წელს ოთხჯერ წავაგეთ ბარსელონასთან.

ვფიქრობ, კარვახალიც იმიტომ მოიქცა მის მიმართ ასე, რომ ელ კლასიკო იყო - დანიმ თამაშის შემდეგაც გვითხრა, რომ მას ძალიან უყვარს ლამინე იამალი, თუმცა ხანდახან ასეთი პრინციპული დაპირისპირებების დროს ეგეთი ქცევებიც არ არის გასაკვირი - გაიხსენეთ რა უქნა სერხიო რამოსმა კარლეს პუიოლს. ეს ყველაფერი მხოლოდ მოედანზე რჩება და მის გარეთ არასდროს გრძელდება დაპირისპირება.

ვაცადოთ ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში და ვნახოთ რა გამოვა მისგან..."

- ტიბო კურტუა

შეგახსენებთ, რომ ბოლო 'ელ კლასიკოში' ლამინე იამალსა და დანი კარვახალს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ლამინე იამალმა რეალის მცველს სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმა.

სხვა სტატიები