Belive

ტიაგო სილვა სეზონის ბოლოს ჩელსის დატოვებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსიმ" სოციალურ ქსელში ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ბრაზილიელი ცენტრალული მცველი ტიაგო სილვა სეზონის ბოლოს ლონდონურ კლუბს დატოვებს. 39 წლის ფეხბურთელი 2020 წელს "ჩელსი"-ში "პსჟ"-დან გადავიდა.

ტიაგო სილვა ლონდონურ კლუბს ემოციურად ემშვიდობება:

"ჩელსი" ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მე აქ მოვედი, რომ ერთი წლით დავრჩენილიყავი, მაგრამ საბოლოოდ ლონდონურ გუნდში 4 წელი დავრჩი, დასრულდა ეს 4 წელი არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახისთვისაც.

ვფიქრობ, რაც აქ გავაკეთე ოთხი წლის განმავლობაში, ყოველთვის ვიღებდი ყველაფერს. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერს აქვს დასაწყისი, შუა და დასასრული. მაგრამ ეს ენით აღუწერელი სიყვარულია. მხოლოდ მადლობა შემიძლია გითხრათ. ეს იყო ოცნება, ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემს სულელურ ოცნებებში, რომ შემეძლო ამხელა მიღწევა მქონოდა ჩემს პროფესიონალურ კარიერაში, აქ შევძელი ჩემპიონთა ლიგის მოგება ერთ-ერთი უდიდეს კლუბში. - ტიაგო სილვა

სილვამ "ლურჯების" შემადგენლობაში 151 მატჩი ჩაატარა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა 2020/21 წლებში ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა

სხვა სტატიები