Belive

ტიაგო სილვა ფლუმინენსეში დაბრუნდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ფლუმინენსემ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტიაგო სილვა კარიერას სწორედ მათთან გააგრძელებს ლეგენდა კლუბში ბრუნდება. 39 წლის მცველმა კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე შეათანხმა და მხოლოდ ხელმოწერაა დარჩენილი.

ფეხბურთელი რიო დე ჟანეიროში დაახლოებით ერთ თვეში ჩავა. სატრანსფერო ფანჯარა 10 ივლისს იხსნება, ამიტომ ფლუმინენესეს ახალი მე-3 ნომერი ბრაზილიის ჩემპიონატში მე-18 ტურიდან ჩაერთვება. მას უფლება ექნება მონაწილეობა მიიღოს ლიბერტადორესისა და ბრაზილიის თასის 1/16 ფინალშიც, თუ ფლუმინენსე ორივე შემთხვევაში მოახერხებს ამ ეტაპამდე მიღწევას. სილვამ ახალგაზრდული კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო და 2006-2009 წლებშიც ფლუმინენსეს ღირსებას იცავდა.

ფლუმინენსეს მთავრი კონკურენტები საუდის არაბეთიდან ჰყავდა, მათი თავდაპირველი გეგმა სილვას იანვარში შეძენა იყო, თუმცა მცველმა პირობა შეასრულა და "ჩელსიში" სეზონის ბოლომდე დარჩა, ლონდონურ გრანდში ის 2020 წლიდან იმყოფება.

გასულ ორშაბათს ტიაგო სილვამ დაადასტურა, რომ 2023/2024 სეზონის შემდეგ ჩელსის დატოვებდა. გამოსამშვიდობებელ ვიდეოში მან ხაზი გაუსვა, რომ ის ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდება იმ კლუბში, სადაც ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები