Belive

თურქული მედია: ნინუას ტრანსფერი დასრულებულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქული გამოცემის თანახმად, ნიკა ნინუას ტრანსფერი "ბეშიქთაშში" დასრულებულია. ქართველი ფეხბურთელის სტამბოლის გუნდში გადასვლას მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა სჭირდება. "ნინუა "დინამო თბილისში" ბოლო დღეებს ატარებს. უკვე 3 ტურია ის გუნდის განაცხადში აღარ არის. რამდენიმე კვირის წინ დაწყებული მოლაპარაკება კლუბებს შორის დასრულებულია, შეთანხმება მიღწეულია მოთამაშესთანაც. ახლა მხოლოდ ნიკას ხელმოწერაა დარჩენილი," - წერს თურქული Milliyet-ი. გარდა ამისა, თურქული პრესა ყურადღებას იმაზეც ამახვილებს, რომ ნინუას "ბეშიქთაშში" შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ 20 წლის ფეხბურთელის სოციალური ქსელი გატეხეს. შავ-თეთრი გუნდის ფანები ნიკას პირად გვერდზე ძალიან აქტიურობდნენ, რის გამოც ნახევარმცველის ანგარიში დახურულია.

სხვა სტატიები