Belive

თუ მბაპე პსჟ-ს ზაფხულში არ დატოვებს, გუნდისგან ბონუსის სახით 90 მილიონ ევროს მიიღებს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იმ შემთხვევაში თუ კილიან მბაპე ზაფხულში ,,პარი სენ ჟერმენიდან'' არ წავა, გუნდისგან ბონუსის სახით 90 მილიონ ევროს მიიღებს. ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ფეხბურთელი ,,პსჟ-ს'' სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილოა. გარდა ამისა, მას არ მოსწონს ის ფაქტი, რომ კლუბმა სეზონის დაწყების წინ, კუთვნილი ბონუსი არ გადაუხადა. მიუხედავად ამისა, პარიზში ძნელად წარმოუდგენიათ, რომ კილიანი გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.

მიმდინარე სეზონში მბაპეს ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 41 შეხვედრაში 40 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. 24 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები