Belive

"თქვენ თამაში არ გინდათ" - რონალდუმ მოედანი გაბრაზებულმა დატოვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ალ ნასრისა" და "ალ ფეიჰას" მატჩის ფრედ (0:0) დასრულების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კრიშტიანუ რონალდუ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი "ალ ფეიჰას" ერთ-ერთ ფეხბურთელთან მივიდა და უთხრა, რომ "მათ ფეხბურთის თამაში არ სურდათ", რის შემდეგაც მოედანი გაბრაზებულმა დატოვა.

სხვა სტატიები