Belive

თორნიკე ოქრიაშვილს ჯეონბუკმა კონტრაქტი გაუწყვიტა 

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს, თორნიკე ოქრიაშვილს სამხრეთ კორეის ჩემპიონატის წარმომადგენელმა ჯეონბუკმა კონტრაქტი გაუწყვიტა. აღნიშნულის შესახებ აზიურმა კლუბმა სოციალურ ქსელში განაცხადა და აღნიშნა, რომ კონტრაქტის გაწყვეტის მიზეზი სამედიცინო შემოწმება გახლდათ.
"უნდა გაცნობოთ, რომ თორნიკე ოქრიაშვილთან, რომელიც კლუბს 15 ივლისს შეუერთდა, კლუბმა კონტრაქტი გაწყვიტა. ეს ფეხბურთელთან შეთანხმებით მოხდა. ფეხბურთელს დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შემდეგაც დადგინდა, რომ ის სრულად არ აკმაყოფილებდა კლუბის მოთხოვნებს. ბოდიშს ვუხდით ფანებს, რომლებიც გულშემატკივრობდნენ და ელოდებოდნენ თორნიკეს, მას კი მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ", - წერს ჯეონბუკის ოფიციალური გვერდი.
თორნიკე ოქრიაშილმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, 2021/22 წლების სეზონი კვიპროსში, ნიქოზიის “აპოელში” გაატარა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მისმა გუნდმა ჩემპიონატში მესამე პოზიცია დაიკავა და უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები