Belive

თორნიკე ოქრიაშვილით ჩინური გუნდი დაინტერესდა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი ჩინეთის სუპერ ლიგაში სურთ. საქართველოს ნაკრებისა და "აპოელის" ფეხბურთელით "ჩანგჟუ" დაინტერესდა. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ოქრიაშვილის გადაბირების ინიციატორი "ჩანგჟუს" სერბი მთავარი მწვრთნელი, სვეტოზარ საპურიჩია. 61 წლის სპეციალისტი წლების წინ "აპოელის" სპორტული დირექტორი იყო. მიუხედავად საინტერესო შემოთავაზებისა, ნაკლები შანსია, რომ 29 წლის ვინგერმა კარიერა ჩინეთში გააგრძელოს. თორნიკეს სურვილი "ჩანგჟუში" თამაში არ არის. შეგახსენებთ, რომ თორნიკე "აპოელში" მიმდინარე სეზონში გადავიდა. მასთან ერთად გუნდში "ანორთოსისიდან" გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილიც გადავიდა. 11 თამაშში ოქრიაშვილის ანგარიშზე 1 გოლი და 1 ასისტია.

სხვა სტატიები