Belive

თორნიკე ოქრიაშვილის გოლი კვიპროსში სეზონის საუკეთესოობისთვის იბრძვის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების შემტევის, თორნიკე ოქრიაშვილის გოლი კვიპროსის ჩემპიონატში 2021/22 წლების სეზონის ფლეი-ოფის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძვის. გამოკითხვაში 30 წლის ქართველი ფეხბურთელის მიერ გატანილი ის გოლი მონაწილეობს, რომელიც მან "აპოლონის" წინააღმდეგ (2:3) წაგებულ შეხვედრაში გაიტანა. აკრობატულ ნახტომში გატანილი ე.წ მაკრატელა გოლის კონკურენტი ასეთივე სტილში ნიქოზიის "ოლიმპიას" თავდამსხმელის, ანდრეას მაკრისის გატანილი გოლია. ქართველი ფეხბურთელისთვის ხმის მიცემა ამ ბმულზე გადასვლით არის შესაძლებელი. თორნიკე ოქრიაშილმა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, 2021/22 წლების სეზონი კვიპროსში, ნიქოზიის "აპოელში" გაატარა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 3 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მისმა გუნდმა ჩემპიონატში მესამე პოზიცია დაიკავა და უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები