Belive

თემურ ქეცბაიას პრემიერ ლიგის გუნდის მწვრთნელად განიხილავენ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის და მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდში დასაქმებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს და წერს, რომ "ანორთოსისის" თავკაცს "უოტფორდი" ერთ-ერთ იმ კანდიდატად განიხილავს, რომელმაც შესაძლოა როი ჰოჯსონი ჩაანაცვლოს.
"მწვრთნელთან დაახლოებულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ ის დაინტერესებულია ინგლისში დაბრუნებით, და იმედოვნებს, რომ მომავალში ამას მოახერხებს, რადგან იგი აგრძელებს გამოცდილების დაგროვებას. "ნიუკასლის" ყოფილი თავდამსხმელი ამჟამად კვიპროსში მუშაობს, იქამდე კი ბერძნულ "ოლიმპიაკოსსა", "აეკს", "აპოელს" და საქართველოს ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობდა. მან წარსულში "ანორთოსისი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა, რითაც იგი პირველი კვიპროსული კლუბი გახდა, რომელმაც ტურნირის ამ ეტაპს მიაღწია. გასაგებია, რომ ის "უოტფორდს", როგორც ერთ-ერთი ვარიანტი იმავე სკაუტებმა შესთავაზეს, რომლებმაც ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ჩისკო მუნიოსის პოტენციალის შესახებ გააფრთხილეს", - წერს ადგილობრივი გამოცემა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში მეხუთე პოზიციას იკავებს და ოთხეულს 1 ქულით ჩამორჩება, ქვეყნის თასზე კი ნახევარფინალშია გასული და პირველი მატჩი "ომონიას" წინააღმდეგ - 0:2 აქვს წაგებული.

სხვა სტატიები