Belive

თემურ ქეცბაია: "რთულ ჯგუფში ვართ და მათ შორის საქართველოსთან მატჩიც გველის"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კვიპროსის ნაკრების ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა და საქართველოს ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებაზეც ისაუბრა.

"თავიდანვე ვიცოდით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში რთული ჯგუფი გველოდა და ამისთვის ვემზადებოდით. საბოლოო ჯამში, მართლაც რთული ჯგუფი მივიღეთ, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც აღმოჩნდა. წინ ბევრი სირთულე გველის.

ასე რომ, დროა მომზადება დავიწყოთ და ნოემბრის მოსამზადებელი 2 ამხანაგური შეხვედრისთვის ვკონცენტრირდეთ, რომელიც მომავალში ძალიან დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, ყველა მეტოქესთან საკუთარ მაქსიმუმს გავაკეთებთ", - თქვა თემურ ქეცბაიამ.

საქართველოს ნაკრების კალენდარი 2023 წლის ოფიციალური შეხვედრებისთვის შემდეგნაირია:

28 მარტი | საქართველო – ნორვეგია

17 ივნისი | კვიპროსი – საქართველო

20 ივნისი | შოტლანდია – საქართველო

8 სექტემბერი | საქართველო – ესპანეთი

11 სექტემბერი | ნორვეგია – ესპანეთი

15 ოქტომბერი | საქართველო – კვიპროსი 

16 ნოემბერი | საქართველო – შოტლანდია

19 ნოემბერი | ესპანეთი – შოტლანდია

სხვა სტატიები