Belive

თელავმა სეზონში მეორე მწვრთნელი შეიცვალა - კლუბი ვარდან მინასიანმა დატოვა

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფეხბურთო კლუბი თელავი მთავარმა მწვრთნელმა, ვარდან მინასიანმა დატოვა. ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია თავად კახურმა კლუბმა გაავრცელა.

გარდა სომხეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელისა, ეროვნული ლიგის წარმომადგენელი კლუბი მისმა ასისტენტებმა, არტაკ ოსეიანმა (პირველი ასისტენტი) და არტურ მკრტჩიანმაც (ფიზმომზადების მწვრთნელი) დატოვეს.

კლუბმა ასევე დაანაონსა, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გულშემატკივრისთვის მალე გახდება ცნობილი.

ვარდან მინასიანმა, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო სომეხი სპეციალისტია და კარიერის განმავლობაში არაერთ მშობლიური ქვეყნის კლუბსა და მთავარ ნაკრებშიც უმუშავია, "თელავს" 7 მატჩში ხელმძღვანელობდა, რომლიდანაც გუნდმა 5 წააგო, ორში კი ფრედ ითამაშა.

"თელავმა" მიმდინარე სეზონში მეორე მწვრთნელი შეიცვალა - კლუბი ჯერ გია ცეცაძემ, ახლა კი ვარდან მინასიანმა დატოვა. რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, კლუბი 12 ჩატარებული მატჩის შემდეგ დაგროვებული 7 ქულით მერვე პოზიციას იკავებს და გასავარდნ ზონაში იმყოფება.

სხვა სტატიები