Belive

თელავმა ერთ-ერთი ლიდერი გაანათხოვრა - ირაკლი რუხაძე იმერულ კლუბში ითამაშებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო კლუბმა "თელავმა" გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, ირაკლი რუხაძე იჯარის წესით "სამტრედიაში" გაუშვა. ​ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი, რომელიც წინა სეზონში, კახური კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ეროვნულ ლიგაში 5 გოლის გატანა მოახერხა, სეზონის ბოლომდე იმერული კლუბის მაისურით ითამაშებს. სამი ტურის შემდეგ, "თელავს" 4 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციას იკავებს, ხოლო "სამტრედია" ჯერჯერობით უქულოა და ცხრილის ფსკერზე, მეათე ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები