Belive

The Times - 2030 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, შესაძლოა, საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ და საბერძნეთმა უმასპინძლონ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთს, ეგვიპტესა და საბერძნეთს 2030 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობა სურთ. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

იმ შემთხვევაში თუ ფიფა მუნდიალის ამ ქვეყნებში ჩატარებას დათანხმდება, ტურნირი კვლავ ზამთარში გაიმართება.

როგორც Times-ი წერს, საუდის არაბეთი მზადაა, ეგვიპტესა და საბერძნეთში ინფრასტრუქტურის მომზადების ხარჯების ნაწილი საკუთარ თავზე აიღოს.

2030 წლის მუნდიალის მასპინძლობისთვის, ასევე, ესპანეთი და პორტუგალიაც იბრძვიან, თუმცა ეს სამი ქვეყანა მათი სერიოზული კონკურენტი იქნება. არაბეთი, ეგვიპტე და საბერძნეთი სამ სხვადასხვა კონფედერაციას წარმოადგენენ და, დიდი ალბათობით, მათ მხარს აზიის, აფრიკის და ევროპის რამდენიმე ქვეყანა დაუჭერს.

გარდა ამისა, მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების სურვილი ურუგვაიმ, არგენტინამ, ჩილემ და პარაგვაიმაც გამოთქვეს.

The Time-ის ცნობით, ჯანი ინფანტინო უკვე შეხვდა საუდის არაბეთის, საბერძნეთისა და ეგვიპტის წარმომადგენლებს, თუმცა ის მხარს რაიმე კონკრეტულ წინადადებას არ დაუჭერს.

2022 წელს მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში გაიმართება, 2026 წელს კი მთავარ საფეხბურთო ტურნირს კანადა, მექსიკა და აშშ უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები