The Telegraph-მა პრემიერლიგის ყველა დროის 10 საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა
The Telegraph-ის ვერსიით, პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონია. ტოპ სამეულში, ასევე, პეპ გვარდიოლა და არსენ ვენგერი მოხვდნენ.
გამოცემამ რეიტინგში 1992 წლიდან დღემდე მიღწეული შედეგები გაითვალისწინა:
სერ ალექს ფერგიუსონი
პეპ გვარდიოლა
არსენ ვენგერი
ჟოზე მოურინიო
იურგენ კლოპი
დევიდ მოიესი
კლაუდიო რანიერი
რაფაელ ბენიტესი
სემ ელერდაისი
რობერტო მანჩინი

ათეულში არაერთი გამორჩეული სპეციალისტი ვერ მოხვდა, რაზეც სტატიის ავტორი წერს:
შესაძლოა, კარლო ანჩელოტი ყველა დროის 10 საუკეთესო მწვრთნელს შორისაა, თუმცა მისი მთავარი მიღწევები სხვა ქვეყნებს უკავშირდება. მანუელ პელეგრინისა და ანტონიო კონტესაც მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ ინგლისურ ფეხბურთში და მიუხედავად იმისა, რომ არნე სლოტს დიდი პერსპექტივა აქვს, მისი ათეულში მოხვედრა ჯერ ნაადრევი იქნებოდა.