Belive

The athletic-მა ხვიჩა კვარაცხელია ევროპის საუკეთესო ახალგაზრდებს შორის დაასახელა

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია The athletic-მა 2022/23 წლების სეზონის ევროპული ფეხბურთის საუკეთესო ახალგაზრდა (23 წლამდე ასაკის) ფეხბურთელებს შორის შეიყვანა.

"კვარადონა უდავოდ სეზონის საუკეთესო ტრანსფერი იყო სერია A-ში. შესაძლოა, ამ მხრივ მას მხოლოდ პაულო დიბალა უახლოვდება.

ძნელი გასახსენებელია ფეხბურთელი, რომელიც შორი მანძილიდან ჩამოვიდა და იტალიაში სადებიუტო სეზონშივე ასეთი დიდი გავლენა მოახდინა. მხოლოდ რიკარდო კაკაა ისეთი, ვისაც ის მაგონებს.

კვარაცხელია დამანგრეველი იყო, განსაკუთრებით სეზონის პირველ ორ მესამედში. "ნაპოლის" თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის გოლების საუკეთესო რაოდენობა სერია A-ში ამ სეზონამდე 14 იყო. ის, რომ ნიგერიელი ამჟამად 25 გოლიან ნიშნულზეა, ნაწილობრივ იმის დამსახურებაა, რომ კვარაცხელიას მსგავსი არაპროგნოზირებადი დრიბლიორი და შესანიშნავი ასისტენტი ჰყავს.

ახლა გასარკვევია, 22 წლის გარემარბმა მხოლოდ თავისი პოტენციალის ზედაპირი გაშალა, თუ ის პერიოდი აგვისტოსა და მარტს შორის მაქსიმუმი იყო.

რაფაელ ლეაო, შარშანდელი MVP, კვლავ იბრძვის ამ ჯილდოსთვის და სტატისტიკურად მაინც, "მილანში" უკეთეს სეზონს ატარებს, ვიდრე მაშინ, როცა ჩემპიონატი მოიგო.

სერია A-ში ასევე გამოირჩეოდა რასმუს ჰოილუნდი, რომელიც კვარაცხელიაზე ძვირი ღირდა და "ატალანტას" ახალგაზრდა თავდამსხმელმა ჯან პიერო გასპერინიც კი გააოცა თავისი შესაძლებლობებით. ლიგას არ აკლია ნიჭი, განსაკუთრებით ნახევარდაცვაში, სადაც ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა "უდინეზეს" ლაზარ სამარჯიჩმა, "მონცას" ნიკოლო როველამ და კიდევ ერთმა დანიელმა, "ლეჩეს" მორტენ ჰიულმანდმა", - წერს The athletic-ის ჟურნალისტი, ჯეიმს ჰორნკასლი.

22 წლის ქართველი ვარსკვლავის გარდა, ბრიტანული მედია საშუალების სიაში ასევე ბუკაიო საკა, ჯუდ ბელინგემი და სხვები მოხვდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” შემადგენლობაში 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 42 მატჩში 14 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. “ნაპოლი” სეზონის დასკვნით მატჩს, სერია A-ს 38-ე ტურის ეგიდით, სერია B-ში დაქვეითებულ “სამპდორიასთან” გამართავს – მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები