Belive

თბილისიდან ევროპაში სკუტერით წასული მოგზაური ემილიანო სალას მემორიალს ესტუმრა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თბილისიდან სკუტერით წასული ჯაბა, რომლის მიზანსაც 21 ქვეყნის მონახულება წარმოადგენდა, ამჟამად გერმანიის ქალაქ ლაიპციგში იმყოფება და საქართველოსკენ მოემართება. ჯაბამ მისი თავგადასავლის პირველი ნაწილი წარმატებით შეასრულა და ლისაბონამდე ჩააღწია, ამის შემდეგ კი გეზი ჩრდილოეთისკენ აიღო და ესპანეთის შემდეგ, საფრანგეთის საზღვარიც გადაკვეთა. ჯაბამ საფრანგეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ნანტი მოინახულა და ემილიანო სალას მემორიალს ესტუმრა. ეს არის ქალაქი, რომელიც უკანასკნელ პერიოდში მსოფლიო ყურადღების ცენტრში სამწუხარო ამბავის გამო მოექცა - ფეხბურთელი ემილიანო სალა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ნანტიდან“ ბრიტანულ „კარდიფში“ გადავიდა, ტრაგიკულად დაიღუპა. იგი კერძო თვითმფრინავით დიდი ბრიტანეთის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ემილიანო სალა, კერძო თვითმფრინავის პილოტ დევიდ იბოტსონთან ერთად, 21 იანვარს გაუჩინარდა. ისინი ნორმანდიის კუნძულებთან ჩამოვარდნენ, რომელიც ლა-მანშის სრუტეში მდებარეობს.

სხვა სტატიები