Belive

თათია გაბუნიას საოცარი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ დღეს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში შვედურ კლუბს, „როსენგარდს“ დაუპირისპირდა და 0:7 დამარცხდა. გურულმა გოგონებმა პირველი ტაიმი 0:6 დათმეს, მეორე ტაიმში კი მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 0:7 დაფიქსირდა. “ლანჩხუთელებმა” შვედური კლუბის წინააღმდეგ შეტევა ვერ გააკეთეს და შესაბამისად არც კარში და არც კარისკენ არ დაურტყამთ. მეტოქემ კი კარში 28-ჯერ დაარტყა, საიდანაც 7 ზუსტი აღმოჩნდა. 7 გაშვებული გოლის მიუხედავად, საოცარი მატჩი ჩაატარა "ლანჩხუთელთა" 20 წლის მეკარე თათია გაბუნიამ, რომელმაც 21 ბურთი მოიგერია. ქართველები “როსენგარდს” 16 დეკემბერს ესტუმრებიან და განმეორებით მატჩს გამართავენ.  

სხვა სტატიები