Belive

თამბაქოს პროდუქტი, რომელზეც პრემიერ ლიგის ფეხბურთელები არიან დამოკიდებული

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბოლო დროს ხშირად ვრცელდება ფოტოები თუ ვიდეოები, სადაც ფეხბურთელები თამბაქოს პროდუქტით (snus) ხელში ჩანან. ეს ნაწარმი პატარა ჩანთებში არის მოთავსებული და გამოყენების წესის თანახმად, მომხმარებელმა ის ღრძილსა და ტუჩს შორის უნდა მოათავსოს. აღნიშნული პროდუქტი სისხლძარღვებს ნიკოტინს აწვდის, რაც მომხმარებელს ამშვიდებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტის გაყიდვა გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის ქვეყნებში, გარდა შვედეთისა, აკრძალულია, მისი გამოყენება უკანონო არ არის.

აღნიშნულთან დაკავშირებით, The Athletic-მა გამოძიება დაიწყო. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროდუქტზე ინგლისელი ფეხბურთელები დამოკიდებულიც კი არიან.

წინა წლებში ჯეიმი ვარდის ხშირად ვამჩნევდით Snus-ით ხელში და ამაზე თავად ფეხბურთელმაც დაწერა მის ავტობიოგრაფიაში. მიუხედავად იმისა, რომ ვარდიმ შეწყვიტა მისი გამოყენება, ბევრი პროფესიონალი ფეხბურთელია, ვინც ამას კვლავ აკეთებს.

Athletic იმასაც წერს, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო მაღალი დონის ინგლისელი ფეხბურთელი საკმაოდ ხშირად იყენებს ზემოხსენბულ პროდუქტს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ერთ-ერთი ინგლისრუი კლუბის მოთამაშეები Snus-ს აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებზეც კი ყიდიან.

ამ თემასთან დაკავშირებით ინგლისელმა მთავარმა მწვრთნელმა ლი ჯონსონმა ისაუბრა:

"ეს ტაბუირებული თემაა და მასზე არავინ საუბრობს, თუმცა, ამ პროსუქტს უფრო და უფრო მეტი ფეხბურთელი მოიხმარს. ვფიქრობ, ფეხბურთელებს არ ესმით თუ რამდენად საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს ეს ყველაფერი მათთვის. ჩვენი მოვალეობაა, რომ მათ ამაზე ვესაუბროთ და სიტუაციაში უკეთ გავარკვიოთ. არ ვიცი ამას როგორ ვებრძოლოთ, აკრძალული ნივთიერება არ არის. ძალიან მაწუხებს, როცა 16-21 წლის ბიჭებს ამ საშინელებით ხელში ვხედავ."

აღნიშნული პროდუქტის ხშირად გამოყენება ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს და ამის შესახებ PFA (ფსიქოლოგიის დახმარების ცენტრი) 2023/2024 წლებში აპირებს, რომ კამპანია გამართოს.

სხვა სტატიები