Belive

"თამაშის მოტივაცია მეზრდება" - მსოფლიოს უხუცესმა ფეხბურთელმა კონტრაქტი კვლავ გაახანგრძლივა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი მოქმედი ფეხბურთელი კაზუიოში მიურა პროფესიონალური სპორტიდან წასვლას არ აპირებს. 53 წლის იაპონელმა თავდამსხმელმა "იოკოჰამასთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა, სეზონის, რომელიც მის კარიერაში 36-ე იქნება. "წინა წელს, კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ კარგია, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შეგვიძლია. პირადად ჩემთვის არადამაკმაყოფილებელი სეზონი იყო, მაგრამ მოტივაცია ფეხბურთის სათააშოდ მუდამ მეზრდება. ყოველდღიურად ბევრს ვვარჯიშობ და საკუთარ თავს ვუსახავ მიზანს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, მეტხანს ვითამაშო და ჩემი წვლილი გუნდის წარმატებაშიც შევიტანო", - თქვა მსოფლიოს უხუცესმა ფეხბურთელმა. კარიერის განმავლობაში მიურას 677 მატჩი აქვს ჩატარებული, 187 გოლი გატანილი და 4 საგოლე გადაცემა გაკეთებული. ის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 5 სხვადასხვა დეკადაში ითამაშა. იაპონელს სხვადასხვა დროს ისეთ წარმატებული კლუბების მაისური მოურგია, როგორიც ბრაზილიური "სანტოსი", იტალიური "ჯენოა" და ზაგრების "დინამოა".

სხვა სტატიები