Belive

ტესტი ვარჯიშზე - რა შემთხვევაში ითამაშებს კვარაცხელია უდინეზეს წინააღმდეგ?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მუდმივად ანახლებს.

Corriere dello Sport-ის 10 ნოემბრის გამოცემის ვერსიით, მოახერხებს თუ არა 21 წლის ფეხბურთელი მოედანზე სერია A-ს მე-15 ტურში, "უდინეზეს" წინააღმდეგ დაბრუნებას, მატჩისწინა ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე იქნება დამოკიდებული.

გამოცემის ვერსიით, საქმე ისაა, რომ თუ 10 ნოემბერს გასამართ ვარჯიშზე, ხვიჩა კვარაცხელია მონაწილეობას სრულად მიიღებს და ტკივილი არ შეაწუხებს, მაშინ ის უდინელების წინააღმდეგ სამატჩო განაცხადში იქნება. უდიდესი ალბათობით, ქართველი ამომავალი ვარსკვლავი სათადარიგოთა სკამზე იქნება, რადგან ტრავმის გამო, ლუჩიანო სპალეტის სამწვრთნელო გუნდი კვარას 90 წუთის განმავლობაში სრულად დატვირთვას მოერიდება.

ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში 8 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს მოგროვებული.

“ნაპოლი” “უდინეზეს” 12 ნოემბერს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება

სხვა სტატიები