Belive

ტერ შტეგენის საოცარი სტატისტიკა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონას" გერმანელი მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი საოცარ ფორმაშია. ტერ შტეგენმა საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა: გერმანელის კარში დარტყმული ბოლო 34 ბურთიდან, შტეგენმა 30 მოიგერია და მხოლოდ 4 გაუშვა. "ბილბაოსთან" ჩატარებულ მატჩში, ტერ შტეგენმა 5 სეივი შეასრულა, კარი მშრალად შეინახა და მატჩის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. შეხვედრის შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელმა, სერხი რობერტომ აღნიშნა, რომ ტერ შტეგენი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. მისი თქმით, გერმანელმა საოცარი მატჩი ჩაატარა და ის საუკეთესოა.

სხვა სტატიები