ტენერიფეს ფეხბურთელი, რომელსაც მეკარე შეეჯახა, გარდაიცვალა
ტენერიფეს თავდამსხმელი, ხესუს დე მიგელ ალამედა, ტრაგიკულად გარდაიცვალა.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მატჩი ტენერიფესა და ანდორას შორის ნაადრევად შეწყდა მას შემდეგ, რაც მასპინძელთა თავდამსხმელი, ხესუს დე მიგელი, სტუმართა მეკარესთან, ხესუს ოვონოსთან მძიმე შეჯახების შედეგად მოედანზე უგონოდ დაეცა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, ფეხბურთელს გული გაუჩერდა, ამის შემდეგ ექიმებმა შეძლეს მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება, თუმცა იგი, საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში რჩებოდა.
ტენერიფემ ფეხბურთელის გარდაცვალება ოფიციალურად დაადასტურა.
ხესუს დე მიგელი, 2023 წელს, გიორგი ქოჩორაშვილთან ერთად, კასტელონის ღირსებას იცავდა - ქართველ ფეხბურთელს მასთან ერთად 14 მატჩი აქვს ჩატარებული და ერთხელ საგოლე გადაცემაც გაუკეთა.
Rotos de dolor, con un nudo en la garganta y sin poder creer que esto sea verdad, desde el CD Tenerife comunicamos el trágico fallecimiento, este martes, día 3 de noviembre de 2026, a las 8:00 horas, de Jesús de Miguel Alameda.
— CD Tenerife 🏴 (@CDTOficial) November 3, 2026
No hay palabras de consuelo; no hay absolutamente… pic.twitter.com/IbS1dTYP1b
უდიდესი ტკივილითა და ყელში გაჩხერილი ცრემლებით, სრულიად გაოგნებულები იმ ფაქტით, რაც მოხდა, გაცნობებთ ხესუს დე მიგელ ალამედას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ეს მოხდა სამშაბათს, 2026 წლის 3 ნოემბერს, დილის 8:00 საათზე. - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში