ტენ ჰაგი: ,,რონალდუს შეუძლია, რომ გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს''
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა, გუნდის თავდამსხმელზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა:
,,მოიხადა თუ არა ბოდიში რონალდუმ? ამის შესახებ საკმარისად ბევრი ითქვა. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ კრიშტიანუ აქაა, ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
ხუთშაბათს მან გოლი გაიტანა, რამაც გაგვახარა. მას შეუძლია, რომ ამ გუნდისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს,'' - ტენ ჰაგის სიტყვებს ფაბრიციო რომანო ციტირებს.
პრემიერლიგის მე-12 ტურში, ,,იუნაიტედისა” და ,,ტოტენჰემის” შეხვედრაში, რონალდუმ, რომელიც მანჩესტერული კლუბის სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანი მატჩის მიწურულს ნაადრევად დატოვა, რის გამოც არაერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა გააკრიტიკა. მომდევნო ტურში კრიშტიანუ ,,იუნაიტედის'' განაცხადში ვერ მოხვდა.
მიმდინარე სეზონში 37 წლის პორტუგალიელის ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების” მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცეაა.
Erik ten Hag: “Did Cristiano Ronaldo apologize? Enough said on that, so I gave enough explanations. We are happy that he’s here, Cristiano is an important player”. 🔴🇵🇹 #MUFC
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 30, 2022
“Thursday he scored and we are happy about that. He can even be more important”. pic.twitter.com/rIt0OQcPFn