Belive

ტენ ჰაგი: "ონანას შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს"

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე ჩმპიონთა ლიგის სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედმა" ცუდად დაიწყო. ისტორიაში პირველად "წითელ ეშმაკებს" ორი ტურის შემდეგ ნული ქულა აქვთ. ტენ ჰაგის გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:3 წააგო და ანტირეკორდიც დაამყარა. 1966/67 წლების სეზონის შემდეგ, პირველად მოხდა როცა 10 მატჩში მანჩესტერელებმა 18 გოლი გაუშვეს. ბუნებრივია ამ შედეგის შემდეგ ყველა მეკარეს დაადანაშაულებს, თუმცა, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ონანა დაიცვა. 

ონანას გვერდში ვუდგავარ, გავამხნევებ და მხარს დავუჭერ. ის შესანიშნავია მეკარეა. მას შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ჩვენ უკვე ვნახეთ რა შეუძლია ონანას. ის დაბრუნდება, დარწმუნებული ვარ. - ერიკ ტენჰ ჰაგი

"მანჩესტერი" A ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. 2 გამარჯვებით "ბაიერნი" ლიდერია. მეორე ადგილს კი "გალათასარაი იკავებს, რომელსაც 4 ქულა აქვს. 

სხვა სტატიები