Belive

ტენ ჰაგმა ტოტენჰემს უარი უთხრა - კიდევ ორი წლით აიაქსში

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერიკ ტენ ჰაგმა ამსტერამის "აიაქსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, გამოცდილი სპეციალისტი გუნდში 2023 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს.

 
ახალი კონტრაქტის გაფორმება იმას ნიშნავს, რომ ტენ ჰაგმა ლონდონის "ტოტენჰემის" წინადადება უარით გაისტუმრა, რომელსაც ბოლო პერიოდში აქტიურად უკავშირებდნენ. ბრიტანული პრესა წერდა, რომ "დეზებს" ზაფხულში 51 წლის ნიდერლანდელი ჩაიბარებდა. ერიკ ტენ ჰაგი აიაქსში 2017 წლიდან მუშაობს. გამორჩეული 2018/19 წლების სეზონი იყო, როდესაც ერედივიზიონი მოიგო და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. 

სხვა სტატიები