Belive

ტატა მარტინო: ,,ვიცი, სად დავიბადე, მაგრამ მექსიკის გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მექსიკის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ, არგენტინასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ვაცნობიერებ თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ მატჩს მექსიკისთვის და არგენტინისთვის და მესმის, რომ ამ ორი გუნდის მომავალი, ალბათ, იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება ამ შეხვედრაში. მექსიკის ნაკრებთან ერთად ვმუშაობთ და მისთვის საუკეთესო გვინდა.

ჩემი ეროვნება? შემეძლო, თითოეული თქვენგანისთვის მეკითხა: ,,ჩემ ადგილას რომ ყოფილიყავით, თქვენ როგორ მოიქცეოდით?'' მექსიკამ უნდა მოიგოს, ჩვენ ამას ველით. ვიცი, სად დავიბადე, მაგრამ გამარჯვებისთვის შეუძლებელი უნდა შევძლო, სხვა არაფრის გაკეთება არ შემიძლია,'' - განაცხადა მარტინომ.

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინის ნაკრები მექსიკას შეხვდება. მატჩი დღეს, 23:00 საათზეა ჩანიშნული.

პირველი ტურის შემდეგ, მექსიკას 1 ქულა აქვს, არგენტინა კი უქულოდ ბოლო ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები