თანაბარი ქულები და ჩემპიონობისთვის ბრძოლა | ლიდერებს თასის მოგების შანსიც აქვთ
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ლიგა დასასრულს მიუახლოვდა, ჩემპიონობისთვის მებრძოლ 2 გუნდს, იბერია 1999-სა და გორის დილას 77-77 ქულა აქვთ და წინ მხოლოდ 1 ტურია დარჩენილი. ცხრილის ლიდერებმა თავიანთი შეხვედრები დღეს გამართეს - იბერიამ გარეჯი დაამარცხა (0:4), ხოლო დილამ კოლხეთს სძლია (1:4).
დაძაბული ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მატჩებს 6 დეკემბერს ვიხილავთ, სადაც თბილისური იბერია გაგრას შეხვდება, ხოლო გორის დილა თბილისის დინამოს უმასპინძლებს.
ამას გარდა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ორი გუნდი საქართველოს თასის ფინალშიც შეხვდებიან ერთმანეთს, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება. აქედან გამომდინარე 10 დღის განმავლობაში როგორც იბერიას, ასევე დილას დუბლის შესრულების შანსი აქვს.