ტალიაფიკო: ,,10-ქულიან სისტემაში არგენტინის ნაკრების ფორმას 5 ქულით შევაფასებდი''
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველმა, ნიკოლას ტალიაფიკომ, მისი გუნდის ამჟამინდელი სათამაშო ფორმა შეაფასა.
33 წლის ფეხბურთელმა ფინალისიმას შესახებაც ისაუბრა:
,,10-ქულიან სისტემაში არგენტინის ნაკრების ფორმას 5 ქულით შევაფასებდი - არც ცოტაა და არც ძალიან ბევრი... დღეს ყველა ჩვენ წინააღმდეგაა, რაც მსოფლიო ჩემპიონობამ გამოიწვია. თუ ჩვენზე რამეს ამბობენ, ეს იმიტომ ხდება, რომ ყველაფერი კარგად მიდის.
ფინალისიმა? იმედი მაქვს, ესპანეთთან მატჩში სასურველ შედეგს მივაღწევთ, რადგან ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრებია. ამის მიუხედავად, ეს თამაში საერთოდ არაა კავშირში მსოფლიო ჩემპიონატთან, ეს მხოლოდ ერთი შეხვედრააა. მუნდიალი სულ სხვა რამაა, სულ სხვა მოტივაციას მოითხოვს. ესპანეთთან მოვიგებთ თუ წავაგებთ, მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, მათთან დაპირისპირება წარმოდგენას გაძლევს, რა დონეზე ხარ.'' - ნიკოლას ტალიაფიკო
არგენტინის ნაკრები მომავალ მატჩს პარასკევს, 14 ნოემბერს, ანგოლას წინააღმდეგ გამართავს.
მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ესპანეთთან ფინალისიმა მომავალი წლის 8 მარტს ელით.
🗣 🎙 “Del 1 al 10, creo que estamos en un 5. Ni poco, ni mucho”, Nicolás Tagliafico en #UnBuenMomento | https://t.co/AuI07f91PJ
— Radio La Red - AM 910 📻 (@radiolared) November 11, 2025