Belive

ტადიჩმა და აიაქსმა კონტრაქტი გაწყვიტეს

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დუშან ტადიჩმა ,,აიაქსიდან'' წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამსტერდამული გუნდის ვებგვერდის ცნობით, მხარეებმა ხელშეკრულება გუშინ გაწყვიტეს.

,,გუნდიდან წასვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ამის დრო მოვიდა. ვფიქრობ, ახალი ცხოვრება არა მხოლოდ მე, არამედ გუნდმაც უნდა დაიწყოს.

აიაქსში გატარებული შესანიშნავი პერიოდისთვის გუნდის გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. თუ ჩემზე იქნება დამოკიდებული, ეს საბოლოო დამშვიდობება არ არის. სამუდამოდ აიაქსის ფეხბურთელად დავრჩები და იმედი მაქვს, რომ მალე დავბრუნდები, ოღონდ, სხვა როლში - მწვრთნელის ამპლუაში,'' - განაცხადა ტადიჩმა.

როგორც De Telegraaf-ი წერს, ტადიჩი გუნდის შემადგენლობით იყო უკმაყოფილო და წასვლა სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.

სერბმა ,,აიაქსის'' მაისურით სულ 241 შეხვედრა ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა და 112 საგოლე გადაცემა მიითვალა.

View this post on Instagram

A post shared by AFC Ajax (@afcajax)

სხვა სტატიები