Belive

ტადიჩმა აიაქსთან გაახანგძლივა!

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს დუშან ტადიჩმა ამსტერდამის "აიაქსთან" კონტრაქტი გაახანგძლივა. სერბი ფეხბურთელი "აიაქსში" 2023 წლამდე ითამაშებს. საინტერესოა, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, 30 წლის შემტევი ნახევარმცველი "აიაქსის" სამწვრთნელო გუნდში იმუშავებს. სერბი ფეხბურთელი ჰოლანდიურ კლუბში 1 წლის წინ გადავიდა და "აიაქსის" საკვანძო ფიგურა პირველივე სეზონში გახდა. ტადიჩმა ერედივიზიონში 28 გოლი, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 9 გოლი გაიტანა. ამსტერდამელები ჩატარებული საოცარი სეზონის შემდეგ, ლიდერების შენარჩუნებას ცდილობენ. ერიკ ტენ ჰააგის გუნდში რჩება დავიდ ნერეშიც.  

სხვა სტატიები