სუპერკომპიუტერის პროგნოზი - ვინ არის ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი?
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
Opta-ს სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი გუნდების საჩემპიონო შანსები კიდევ ერთხელ შეაფასა.
ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი ,,პარი სენ ჟერმენია (41,6%), მეორე ადგილს ,,ბარსელონა'' იკავებს (26,6%), მესამეზე - ,,ინტერია'' (20,6%), მეოთხეზე კი - ,,არსენალი'' (11,2%).

ნახევარფინალური ეტაპის დაწყებამდე Opta მთავარ ფავორიტად ,,არსენალს'' მიიჩნევდა, მეორე პოზიციას კი ,,ინტერი'' იკავებდა.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალური შეხვედრა 31 მაისს, მიუნხენში, ,,ალიანც არენაზე'' გაიმართება.