Belive

"სუპერ ლიგის უფლებებს სასამართლოში დავიცავთ" - ახალი ტურნირის შემქმნელების ოფიციალური განცხადება

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ევროპის სუპერ ლიგამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ინგლისის პრემიერ ლიგის "დიდი ექვსეულის" გუნდებმა დატოვეს საყოველთაო განსჯის საგნად გამხდარი პროექტი. "მანჩესტერ სიტიმ", "მანჩესტერ იუნაიტედმა", "ჩელსიმ", "ლივერპულმა", "ტოტენჰემმა" და "არსენალმა" დაადასტურეს, რომ მასობრივი ნეგატიური რეაგირების შემდეგ, ისინი შემოთავაზებული ტურნირიდან გამოსვლას აპირებენ. ყველაფერ ამის შემდეგ, მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის მიერ ინიცირებულმა ტურნირმა ოფიციალური წერილი გაავრცელა:
Image: European Super League
"ჩვენ გთავაზობთ ახალ ევროპულ კონკურსს, რადგან არსებული სისტემა არ მუშაობს. ჩვენი წინადადება მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას, ხოლო რესურსებისა და სტაბილურობის გამომუშავება ფეხბურთის სრული პირამიდის, მათ შორის პანდემიის შედეგად ფინანსური სირთულეების გადალახვაში გვეხმარება. ეს ასევე უზრუნველყოფს მატერიალურად გაძლიერებულ სოლიდარობის სისტემას ფეხბურთის ყველა დაინტერესებული მხარისთვის. მიუხედავად ინგლისური კლუბების ტურნირიდან გასვლისა, რომლებიც იძულებულნი არიან მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები მათზე განხორციელებული ზეწოლის გამო, დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი წინადადება სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და რეგულაციებს, როგორც ეს დღეს გამოჩნდა. სუპერ ლიგას მესამე მხარის მოქმედებებისგან სასამართლოს გადაწყვეტილებით დავიცავთ. არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენ გადავხედავთ პროექტის შესაქმნელად შესაფერის ნაბიჯებს, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი მიზნები, რომ გულშემატკივრებს შევთავაზოთ საუკეთესო გამოცდილება, ხოლო სოლიდარობის გადასახადი გავაუმჯობესოთ მთელი საფეხბურთო საზოგადოებისთვის", - ნათქვამია სუპერ ლიგის ოფიციალურ განცხადებაში.  
ცნობილი ხდება, რომ ინგლისის ექვსი კლუბის შემდეგ, ტურნირის დატოვებას "მილანი" და თანაქალაქელი "ინტერი" აპირებენ, "ბარსელონას", მადრიდის "რეალს", და ტურინის "იუვენტუსს" კი პოზიცია ჯერჯერობით არ შეუცვლიათ.

სხვა სტატიები