Belive

"სულელები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ ეს მატჩი ყველაფერს განსაზღვრავს" - კლოპი

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “რეალის” დაპირისპირება შედგა. ლივერპულში, ლეგენდარულ “ენფილდზე” გამართული საფეხბურთო დრამა მერსისაიდული გრანდის განადგურებით, 2:5 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში “ენფილდზე” 5 გოლი გაიტანა.

ლივერპულელთათვის განსაკუთრებით მძიმე მატჩის მეორე ტაიმი გამოდგა, რომელშიც “რეალმა” მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა იმედგაცრუება ვერ დამალა და აღნიშნა, რომ მისმა ფეხბურთელებმა რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვეს.

"ალბათ კარლო მიიჩნევს, რომ წყვილში გამარჯვებული უკვე გარკვეულია - ამ წუთას მეც იგივეს ვფიქრობ. ამას ახლა ვფიქრობთ, თუმცა წინ სამი კვირაა და საპასუხო მატჩის მოახლოებასთან ერთად, ჩვენც უფრო მეტად ვირწმუნებთ, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

რამდენიმე შეცდომა დავუშვით და მარცხი მხოლოდ მარცხად დარჩება თუ მისგან არაფერს ვისწავლით. სულელები ვიქნებით, თუ ამ კონკრეტულ მატჩს ჩვენი მომავლის განსაზღვრის შესაძლებლობას მივცემთ. რამდენიმე დღე გვაქვს იმისათვის, რომ დავფიქრდეთ და ამ მატჩისგან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. რა თქმა უნდა, ჩვენი თამაშის ხარისხი უნდა გამოვასწოროთ - ჩვენ უნდა გავუმჯობესდეთ", - იურგენ კლოპი.

სხვა სტატიები