ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "ატლეტიკო" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა მადრიდელების გამარჯვებით - ანგარიშით 2:3 დასრულდა.
"ბარსელონას" გულშემატკივრები აღნიშნულ მარცხში ბრალს ერნესტო ვალვერდეს სდებენ, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს "ბლაუგრანას" 9 ნომერი - ლუის სუარესი.
"ვალვერდე არაფერ შუაშია, შეცდომებს ჩვენ, მოთამაშეები ვუშვებდით და მათი აღმოფხვრა თავადვე შეგვეძლო, შესაბამისად ყველაფერი ჩვენს კისერზეა. VAR-მა 2 გოლი არ ჩაგვითვალა, ყველამ კარგად იცის თუ რას ვფიქრობ VAR-თან დაკავშირებით - ის სპორტს სანახაობრივობის თვალსაზრისით უკან ხევს. ჩემი საბოლოო ვერდიქტი კი ის არის, რომ ვალვერდე თითქმის უდანაშაულოა", - განაცხადა სუარესმა.
ესპანეთის სუპერთასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ მადრიდული გრანდები წარსდგებიან - "რეალი" და "ატლეტიკო".