Belive

სუარესი: ,,ნეიმარი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, ოქროს ბურთს მოიგებდა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიის ,,ბარსელონას'' ყოფილმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ნეიმარის ,,პსჟ-ში'' გადასვლის წინ, მისი, მესისა და ბრაზილიელი ფეხბურთელის საუბარი გაიხსენა:

,,მე და მესი ნეიმართან სალაპარაკოდ მივედით და ვუთხარით: ,,ნეი, თუ ყველაფრის მოგება გინდა, ჩვენთან დარჩი. ბევრი განსხვავებული ფაქტორი არსებობს, რომელთა კონტროლი ზოგჯერ რთულია. როგორც მეგობრები, გირჩევთ, რომ დარჩე, მაგრამ ეს შენი და შენი ოჯახის გადაწყვეტილებაა. ინგლისი უკეთესია, ,,მანჩესტერ სიტის'' ფეხბურთი უფრო შეგეფერება, მაგრამ საფრანგეთი? -

ნეიმარი ,,ბარსელონაში'' რომ დარჩენილიყო, ის ,,ოქროს ბურთს'' აუცილებლად მოიგებდა,'' - სუარესის სიტყვებს As-ი ციტირებს.

ნეიმარი ,,ბარსელონაში'' 2013-2017 წლებში თამაშობდა. ბრაზილიელმა კატალონიურ გუნდთან ერთად ლა ლიგა (2-ჯერ), კოპა დელ რეი (3-ჯერ), ესპანეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

სხვა სტატიები