Belive

,,სწორედ ამას ვაკეთებდი კოპაკაბანაზე'' - ვინისიუსი ალმერიასთან გატანილ გოლზე

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალმერიასთან'' გატანილ გოლს ,,რეალის'' შემტევი, ვინისიუს ჟუნიორი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ბრაზილიელმა პირად გვერდზე გიფი გააზიარა და დაწერა:

,,დიდებული გოლი! სწორედ ამას ვაკეთებდი კოპაკაბანას სანაპიროზე!''

ვინისიუსის გოლი, რომლითაც ,,რეალმა'' ,,ალმერიასთან'' გაათანაბრა, მსაჯმა ხელით თამაშზე გადაამოწმა, თუმცა, საბოლოოდ, თამაშის წესების დარღვევა არ დააფიქსირა.

ლა ლიგაში ჩატარებული 20 მატჩის შემდეგ, ანჩელოტის გუნდი 51 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა და ლიდერ ,,ჟირონას'' 1 ქულით ჩამორჩება (რეალის ანგარიშზე ერთით ნაკლები მატჩია).

მადრიდელები მომავალ შეხვედრას შაბათს, 27 იანვარს, ,,ლას პალმასთან'' სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები