Belive

სტიქიური მოვლენების გამო, 2023 წლის აფრიკის თასი 2024 წელს ჩატარდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2023 წლის აფრიკის ერთა თასი, რომელსაც კოტ-დ'ივუარმა უნდა უმასპინძლოს, 2024 წლის იანვრამდე გადაიდო. ინფორმაცია აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტმა, პატრის მოცეპემ, დაადასტურა. გადაწყვეტილების მიზეზი წვიმიანი სეზონია, რომელიც კოტ-დ'ივუარში სწორედ ზაფხულისთვისაა დამახასიათებელი:

,,რისკზე წასვლა არ შეგვიძლია. იანვარი ევროპული კლუბებისთვის იდეალური დრო არ არის, მაგრამ ეს ერთადერთი გამოსავალია,'' - განაცხადა მოცეპემ.
აფრიკის ერთა თასის მოქმედი ჩემპიონი სენეგალის ეროვნული ნაკრებია, რომელმაც შარშან ფინალში ეგვიპტეს მოუგო. ტურნირში მესამე ადგილი კამერუნმა დაიკავა, მეოთხეზე კი ბურკინა ფასო გავიდა. კოტ-დ'ივუარი აფრიკის ჩემპიონატს ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ 2025 წელს ტურნირი გვინეაში გაიმართება.

სხვა სტატიები