Belive

სტეფანო პიოლიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსაჯის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო სტეფანო პიოლი უკმაყოფილო დარჩა.

დღეს "მილანმა" "ჩელსის" წინააღმდეგ შეხვედრა დათმო, სადაც მე-18 წუთის შემდეგ 10 კაცით უწევდა თამაში. მატჩის მთავარმა არბიტრმა ფიკაიო ტომორი მოედნიდან გააძევა და პენალტიც დანიშნა მილანელთა კარში.

თამაშის შემდეგ Mediaset-თან საუბრისას სტეფანო პიოლიმ კომენტარი გააკეთა:

"თამაშის დაწყებისას მქონდა განცდა, რომ მოგება შეგვეძლო. პენალტმა და წითელმა ბარათმა კი ყველაფერი შეცვალა. ჩვენ გვქონდა თამაშის შემობრუნების შესაძლებლობაც."

ჟურნალისტის კითხვაზე სურდა თუ არა პიოლის პენალტის მომენტის გადახედვა ასეთი პასუხი გასცა:

”არა. ვფიქრობ, რომ ეს ზედმეტად აშკარაა და საკმაოდ მარტივია განსასჯელად. მსაჯს ვუთხარი რასაც ვფიქრობდი თამაშის ბოლოს, ინგლისურად თავისუფლად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ მიხვდა რისი თქმაც მსურდა. წითელი ბარათი და პენალტი საკმაოდ ძვირად დაგვიჯდა."

მთავარმა მწვრთნელმა გუნდის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა:

"ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. თუ გვინდა დავამტკიცოთ, რომ კონკურენტუნარიანები ვართ, შემდეგი ორი შეხვედრა უნდა მოვიგოთ და ეს შეგვიძლია. წავალთ ზაგრებში და ჩვენ ფეხბურთს ვითამაშებთ, იგივე იქნება "ზალცბურგთანაც" . დიდ მადლობას ვუხდით გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის."

შემდეგ შეხვედრას მილანური კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე, ხორვატიაში "დინამო ზაგრების" წინააღმდეგ გამართავს. ეს მატჩი 25 ოქტომბერს 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები