Belive

სტეფანი ფრაპა - ვინ არის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ქალი მსაჯი?!

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

1 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩები გაიმართება, სადაც გერმანიის საფეხბურთო ნაკრები კოსტა რიკას დაუპირისპირდება და ეს მატჩი ისტორიული დატვირთვის იქნება.

ეს იქნება მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი მატჩი, სადაც მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა განსჯის, ასევე ისტორიაში პირველად მატჩის მთავარი არბიტრი ქალი - სტეფანი ფრაპა იქნება.

ვინ არის სტეფანი ფრაპა?!

სტეფანი ფრაპა ფრანგი ქალი მსაჯია, რომელიც უკვე არაერთხელ გახდა ისტორიული ფიგურა. კერძოდ კი მიმდინარე მუნდიალზე, იგი გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომლემაც მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში იმსაჯა (მეოთხე მსაჯად - მექსიკა პოლონეთის მატჩში).

1 დეკემბერს კი იგი გახდება პირველი ქალი მსაჯი, რომელიც მუნდიალების ისტორიაში მთავარ მსაჯად იმუშავებს.

2019 წლის აპრილში, ფრაპა გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელმაც ლიგა 1-ში (საფრანგეთის ჩემპიონატში) მთავარ მსაჯად იმუშავა და მას შემდეგ დღემდე, იგი თითქმის ყოველ ტურში მსაჯობს.

38 წლის ფრანგმა 2019 წელს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი - აშშ Vs. ნიდერლანდები იმსაჯა, ამავე წელს კი სუპერ თასის ფინალში ("ლივერპული" - "ჩელსი") მთავარ მსაჯად იმუშავა, რომელიც ასევე ისტორიული იყო.

2020 წლის დეკემბერში, ფრაპა გახდა პირველი ქალი მსაჯი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩზე იმსაჯა, შემდეგ წელს კი FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს ხელმძღვანელობდა.

GettyImages-1409978334-1024x683-1

"ფიფას და კატარის ხელისუფლების მხრიდან კარგი ნიშანია, რომ ამ ქვეყანაში, ასეთ მნიშვნელოვან შეჯიბრებზე ქალი მსაჯებიც იყვნენ", - განაცხადა მან.

GettyImages-1289077174-1024x750-1

სხვა სტატიები