Belive

სტეფან დენკოვიჩი: "აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისი თამაშიც ცოცხლად მინახავს"

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის სერბულ "ცრვენა ზვეზდაში" ტრანსფერს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, "დინამო ბათუმის" აწ უკვე ყოფილი მარცხენა ვინგერი, სტეფან დენკოვიჩი გამოეხმაურა. 31 წლის ფლანგის შემტევი მონტენეგროს მოქალაქე გახლავთ, თუმცა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადშია დაბადებული და კარიერის უდიდესი ნაწილიც სწორედ ამ ქვეყნის ჩემპიონატში აქვს გატარებული. დენკოვიჩი სწორედ "წითელი ვარსკვლავის" აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის რიგებში 2009-11 წლებში ირიცხებოდა, თუმცა თამაშის შესაძლებლობა არ მისცემია და "სოპოტში" იყო განათხოვრებული. https://www.live.ge/fexburti/irakli-azarovi-tsrvena-zvezdas-phekhburthelia/
"წითელმა ვარსკვლავმა" დიდი საქმე გააკეთა. ჩემი აზრით, აზაროვი საუკეთესო მარცხენა მცველია, ვისთან ერთადაც ჩემს კარიერაში მითამაშია. და არა მხოლოდ ეს: იგი ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვისი თამაშიც ცოცხლად მინახავს. მას აქვს წარმოუდგენელი ტექნიკა და სიჩქარე. ის არის ძალიან სწრაფი და მოქნილი, ეს არის მისი მთავარი მახასიათებელი. იგი ამ ბოლო დროს ძალიან გაუმჯობესდა. დააკვირდით რასაც გეუბნებით - თუ ის პროგრესს განაგრძობს "ზვეზდა" აუცილებლად მიყიდის მას ტოპ 5 ლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბს. იმედი მაქვს, სერბული საზოგადოება არ გამკიცხავს, მაგრამ ჩემთვის აზაროვი კლასით უკეთესი ფეხბურთელია, ვიდრე ფილიპ მლადენოვიჩი. დაინახავთ, თუ რას შესძენს იგი "ზვეზდას". https://www.live.ge/fexburti/dinamo-bathumma-montenegroeli-legioneri-gaushva/ ის სტანდარტულად საქართველოს ნაკრების წევრია. მას ვილი სანიოლი რეგულარულად იხმობს. ეს ბევრ რამეზე მიუთითებს. მან იცის, რომ ეს მისი კარიერული წინსვლის შანსია. "ზვეზდა" მაღლა დგას, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ქართული გუნდები სულაც არ არიან დაბალი დონისები. გაგიკვირდებათ, რამდენი ნიჭიერი ბიჭია იქ. "ცრვენა ზვეზდაში" გაცილებით მაღალი რეიტინგის მქონე მოთამაშეებიც მოდიოდნენ, მაგრამ დიდი წნეხისა და მოლოდინების გამო წარმატებას ვერ მიაღწიეს. რამდენადაც მე აზაროვს ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, რომ მას ამ მხრივ პრობლემები არ ექნება. ბიჭი მოწოდების სიმაღლეზეა. საკმაოდ მშვიდია თავისი ასაკისთვის. მას აქვს თვითრწმენა. იგი სწრაფად მოახერხებს თავის დამკვიდრებას გუნდში და იბრძოლებს სათამაშო დროისთვის", - თქვა სტეფან დენკოვიჩმა.
31 წლის ფეხბურთელი “დინამო ბათუმს” 2022 წლის დასაწყისში შეუერთდა, თუმცა მისი კარიერა ქართულ კლუბში არც ისე წარმატებულად აეწყო და ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 4 შეხვედრის ჩატარება და 1 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო.

სხვა სტატიები