Belive

სტანისლავ ლობოტკამ ნაპოლისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სტანისლავ ლობოტკამ კლუბთან კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივა.

სლოვაკ ნახევარმცველს აქამდე მოქმედი ხელშეკრულება 2025 წელს ეწურებოდა, ახალი კონტრაქტის პირობებით კი მხარეები 2027 წლამდე ითანამშრომლებენ.

"ნაპოლი" მოხარულია გამოაცხადოს, რომ სტანისლავ ლობოტკამ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა, რაც დამატებით, კიდევ 1 წლით, 2028 წლის 30 ივნისამდე გაგრძელების პირობას ითვალისწინებს", - წერია ნეაპოლური კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

28 წლის ფეხბურთელი საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს 2020 წლის იანვარში, ვიგოს "სელტადან" 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და 99 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. 2020 წელს სტანისლავ ლობოტკამ "ნაპოლისთან" ერთად იტალიის თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები