Belive

სტალე სოლბაკენი: "საქართველოში მოსაგებად ჩამოვედით, მაგრამ ჩვენი მეტოქე კვარას ლიდერობით სოლიდური გუნდია"

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უეფას ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის გამართვის წინ, ნორვეგიის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, სტალე სოლბაკენმა ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

"ყველა ფეხბურთელს აქვს განსაკუთრებული უნარ-ჩვევები - მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც. ის განსაკუთრებული ფეხბურთელია და საქართველოსთვის დიდ ძალას წარმოადგენს. მას მატჩის ბედის მარტოს გადაწყვეტა შეუძლია და ამავე დროს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა. როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ის რეგულარულად გოლს და საგოლე პასს გვთავაზობს. კვარაცხელია 90 წუთის განმავლობაში თამაშობს, "ნაპოლი" კი ამჟამად ევროპაში საუკეთესო გუნდია. ამჟამად კვარაცხელია ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის ხელმძღვანელობით ვარჯიშობს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

მე მახსოვს, რომ საქართველოს წინააღმდეგ - 4:1 მოგებულ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დამასახელეს და ნაკრების კაპიტანიც ვიყავი, რაც ხშირად არ ხდებოდა. აქედან გამომდინარე საქართველოსთან კარგი მოგონებები მაქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი გამარჯვებაა, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ძალიან ძლიერი ნაკრები ყავს, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელია ლიდერობს. ჩვენი მეტოქე სოლიდური გუნდია, რომელსაც 3 ძლიერი ცენტრალური მცველი, ხვიჩა კვარაცხელია და სხვა გამორჩეული შემტევები ყავს. ამავე დროს, ვილი სანიოლი ძალიან ძლიერი მწვრთნელია", - თქვა 55 წლის სპეციალისტმა.

საქართველოს ნაკრები ნორვეგიას 2023 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრაში 29 მარტს, ბათუმში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები